„ფსევდორელიგიური სექტა“ - ხელისუფლების შეფასებას ოპოზიცია პროტესტის დაკნინების მცდელობად აფასებს - Palitra News

„ფსევდორელიგიური სექტა“ - ხელისუფლების შეფასებას ოპოზიცია პროტესტის დაკნინების მცდელობად აფასებს

2026-09-26 12:24:02+04:00

„ფსევდორელიგიური სექტა“ - აქციის მონაწილეების მისამართით გაკეთებული ეს შეფასება, უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უწყვეტი პროტესტის ჯგუფი შინაარსისგან დაიცალა და საზოგადოებაში მხარდაჭერასაც ვეღარ პოულობს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამგვარი შეფასებებით, ხელისუფლებას სურს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს უკმაყოფილო მხოლოდ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები არიან და სხვა მოქალაქეები ხელისუფლების პოლიტიკას მხარს უჭერენ. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა პროტესტის შინაარსისა და მასშტაბის დაკნინებაა, მაშინ როდესაც მოქალაქეების უკმაყოფილება მხოლოდ აქციის მონაწილეებით არ შემოიფარგლება.