ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს - Palitra News

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავეს

2026-09-26 12:25:44+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.