რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებები საქართველოსგან თავდაუსხმელობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს მოითხოვენ. უწყების ცნობით, საკითხზე 23 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ რუსეთი მორიგი პროვოკაციისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები, მმართველ ძალას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.