მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა - Palitra News

მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა

2026-09-26 12:32:09+04:00

მუხროვანში სნაიპერის საერთაშორისო კურსი დასრულდა. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ სნაიპერის საერთაშორისო კურსი ჩაატარა. ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს. სწავლების დასკვნითი ნაწილი მუხროვანის პოლიგონზე გაიმართა, სადაც მათ სნაიპერული შაშხანებით სხვადასხვა მანძილზე ისროლეს. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.