ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს 81-ე ასამბლეაზე - ოპოზიციის კრიტიკა და ხელისუფლების პასუხი - Palitra News

ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაეროს 81-ე ასამბლეაზე - ოპოზიციის კრიტიკა და ხელისუფლების პასუხი

2026-09-26 12:33:52+04:00

გაეროს 81-ე ასამბლეის გენერალურ დებატებზე, მთავრობის მეთაურის სიტყვა, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტებმა პრემიერ-მინისტრს აქცენტები დაუწუნეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, გამოსვლამ აჩვენა, რომ საერთაშორისო დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის, ხოლო ქვეყნის როლი სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც სატრანზიტო და ეკონომიკური ფუნქცია პარტნიორების გარეშე. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ირაკლი კობახიძემ ყურადღება დაუთმო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავს.