სენატორების ორპარტიული ჯგუფი - სენატორები დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენ - Palitra News

სენატორების ორპარტიული ჯგუფი - სენატორები დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენ

2026-09-26 12:35:00+04:00

სენატორები დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფის წერილშია ნათქვამი.

ამერიკელი სენატორების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება.

„მისი მონაწილეობა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს იმ მთავრობის ლეგიტიმაციასა და ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებს ყოველდღიურად აგრძელებს“, - ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია.