Reuters - ამერიკულმა მედიასაშუალებებმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ღონისძიებების გაშუქება განაახლეს - Palitra News

Reuters - ამერიკულმა მედიასაშუალებებმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ღონისძიებების გაშუქება განაახლეს

2026-09-26 13:32:06+04:00

ამერიკულმა მედიასაშუალებებმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის ღონისძიებების გაშუქება განაახლეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წამყვანმა ამერიკულმა ტელეარხებმა პარასკევს, თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ვიზიტი გააშუქეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან შეხვედრაზე CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა მედიასაშუალებებს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვაფასებთ მიუკერძოებელ გაშუქებას. ეს მიუკერძოებელი იყო. ჩვენ ამას ვაფასებთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მოგვიანებით, CNN-მა განაცხადა, რომ ტელეარხის ჟურნალისტებს დონალდ ტრამპთან ერთად პრეზიდენტის თვითმფრინავით მგზავრობის უფლება არ მისცეს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS NOW-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. მედიასაშუალებებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლეს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციის პირველი შესწორებით გათვალისწინებული მათი უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

აშშ-ის წამყვანმა ტელეარხებმა - FOX News Media-მ, ABC News-მა, CBS News-მა და NBC News-მა გამოაცხადეს, რომ აღნიშნული მედიასაშუალების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული ღონისძიებების გაშუქება შეწყვიტეს.

24 სექტემბერს ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპს CNN-ის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრ სახლში დაშვების აღდგენა დაავალა.