ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მსოფლიომ უფრო ძლიერი პასუხი უნდა აირჩიოს - მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მსოფლიომ უფრო ძლიერი პასუხი უნდა აირჩიოს - მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს

2026-09-26 14:57:51+04:00

გასულ ღამეს რუსეთის თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის, ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს.

„სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საბავშვო ბაღი კიევში, უნივერსიტეტი ხარკოვში და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა პოლტავის, ნიკოლაევისა და ვინიცის ოლქებში“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ რუსეთი ესკალაციას ყოველდღიურად ახდენს.

„თუ რუსებმა გადაწყვიტეს, რომ დარტყმები კიდევ უფრო სასტიკი გახადონ, მაშინ მსოფლიომ უფრო ძლიერი პასუხი უნდა აირჩიოს. მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, „ლინდსი გრემის აქტი“ აღასრულოს რუსეთისა და ყველას წინააღმდეგ, ვინც მის ომს ფინანსურად მხარს უჭერს. პრეზიდენტებს, ანტონიო კოშტასა და ურსულა ფონ დერ ლაიენს დამატებითი ევროპული სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდებთ. ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, რომ რუსი ოლიგარქები უკვე არსებული სანქციების სიებიდან არ ამოიღონ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.