ჩინეთი და აშშ ტარიფების ორმხრივი შემცირების შესახებ შეთანხმდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვაშინგტონში, ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინ პინის ვიზიტის ფარგლებში, მხარეები 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფების ორმხრივი შემცირების შესახებ შეთანხმდნენ.
ასევე, უწყების განცხადებით, ჩინეთი და აშშ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში, აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ზავის მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს.
აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ზავის მოქმედების ვადა 2027 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდა, რათა მხარეებს ფართომასშტაბიანი სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად მეტი დრო მიეცეთ.