სენატორები ტრამპს მოუწოდებენ, პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევა გაუუქმოს - Palitra News

სენატორები ტრამპს მოუწოდებენ, პუტინს „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევა გაუუქმოს

2026-09-26 15:29:00+04:00

სენატორები დონალდ ტრამპს „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინის მიწვევის გაუქმებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფის წერილშია ნათქვამი. ამერიკელი სენატორების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია.