მასუდ ფეზეშქიანი - ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების პროცესის მიმართ ნდობა დაკარგა - Palitra News

მასუდ ფეზეშქიანი - ირანმა აშშ-სთან მოლაპარაკების პროცესის მიმართ ნდობა დაკარგა

2026-09-26 17:13:01+04:00

რანმა აშშ-სთან მოლაპარაკების პროცესის მიმართ ნდობა დაკარგა, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

„ჩვენ ვაშინგტონთან მოლაპარაკების პროცესს აღარ ვენდობით ყოველი დიალოგის შემდეგ თავდასხმებისა და სანქციების განმეორების გამო“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.

მისი თქმით, ირანსა და აშშ-ის შორის შუამავლის როლს კვლავ კატარი და პაკისტანი ასრულებენ.

„მოლაპარაკებები ადრე მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ეფუძნება და აშშ-მა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უნდა განსაზღვროს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.