ირაკლი კობახიძე - განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი - როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ზუსტად სექტანტობას ნიშნავს - Palitra News

ირაკლი კობახიძე - განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი - როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ზუსტად სექტანტობას ნიშნავს

2026-09-27 11:39:45+04:00

ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ნიშნავს ზუსტად სექტანტობას არ არსებობს რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცით და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარია სისუსტის დემონსტრირებას , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ისინი თავადაც ხედავენ, რომ განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი.

„თავადაც ხედავენ, რომ საერთოდ განულებულია რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი. ეს რაოდენობითაც და შინაარსითაც არის გამოხატული. არ არსებობს რადიკალური ოპოზიციის არავითარი პროტესტი და მართლა სექტანტებივით გამოდიან ყოველდღე ხან 50, ხან 60, ხან 70 კაცით და ყოველდღიურად ახდენენ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას. ამას სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გარდა მართლა სექტანტობისა. როდესაც ხედავ, რომ საკუთარი სისუსტის დემონსტრირებას ახდენ ყოველდღე და მაინც აგრძელებ ე.წ. უწყვეტ პროტესტს, ეს ნიშნავს ზუსტად სექტანტობას,"- აღნიშნა პრემიერმა.