სამხრეთ კორეა უკრაინისგან, ჩრდილოეთ კორეელ ტყვეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების გამო, ბოდიშს ითხოვს - Palitra News

სამხრეთ კორეა უკრაინისგან, ჩრდილოეთ კორეელ ტყვეებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნების გამო, ბოდიშს ითხოვს

2026-09-28 08:50:10+04:00

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინისგან ოფიციალური განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევმა ცალმხრივად გაასაჯაროვა ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების სამხრეთ კორეაში გადაყვანის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა წინასწარი შეთანხმება ამ საკითხის კონფიდენციალურობის დაცვის თაობაზე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის შემდგომი მტკიცება იმის შესახებ, თითქოს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით რაიმე სახის შეთანხმება არ არსებობდა, სიმართლეს არ შეესაბამება და ორ მთავრობას შორის არსებულ ნდობას ზიანი მიაყენა.