ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ვივამედის კლინიკიდან, რუსთავის ციხეში ბრუნდება. მისი თქმით, მკურნალობის მეორე ეტაპი შერეულად გაგრძელდება - ციხესა და „ვივამედში“. როგორც ხოშტარია წერს, კლინიკაში
თვეში ერთხელ წამლების მისაღებად და შესამოწმებლად დაბრუნდება. ამავე განცხადებაში მან ვივამედის გუნდს მადლობა გადაუხადა.