ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაეროში ყოფნის დროს, ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდა დონალდ ტრამპსა და მარკო რუბიოს - Palitra News

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაეროში ყოფნის დროს, ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდა დონალდ ტრამპსა და მარკო რუბიოს

2026-09-28 09:15:56+04:00

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაეროში ყოფნის დროს, ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდა დონალდ ტრამპსა და მარკო რუბიოს. პრემიერის განცხადებით, მან აშშ-ს პრეზიდენტსა და

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით საკუთარი სურვილები გააცნო. ირაკლი კობახიძემ ხანმოკლე საუბარი დადებითად შეაფასა და თვლის, რომ საქართველოს მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია. გადაიტვირთება თუ არა ხელახლა ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის?! ოპოციზიური მხარე ხანმოკლე საუბარს მნიშვნელობას არ ანიჭებს და თვლიან, რომ იმ ნეგატიური გზავნილების ფონზე, რასაც მმართველი პარტია ამერიკის მისამართით ავრცელებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არ იქნება.