რას გეგმავენ ოპოზიციური პარტიები - Palitra News

რას გეგმავენ ოპოზიციური პარტიები

2026-09-28 09:17:07+04:00

რას გეგმავენ ოპოზიციური პარტიები უახლოეს მომავალში?

პარტიათა ნაწილის განცხადებით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული, ერთიანი გეგმა ჯერ არ აქვთ. ოპოზიციაში საუბრობენ, ერთი მხრივ, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი საზოგადოების მობილიზება და საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა. ამავდროულად, ისინი საერთაშორისო პარტნიორებისგან რეაგირებას ელიან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოში აყენებს.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური სივრცის შეზღუდვის შემთხვევაში, დასავლეთისგან სანქციების გაძლიერება შესაძლოა დღის წესრიგში კვლავ დადგეს.