აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს” - ამ ლოზუნგით 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მარში გაიმართა - Palitra News

აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს” - ამ ლოზუნგით 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მარში გაიმართა

2026-09-28 09:18:30+04:00

აფხაზეთი საქართველოა, დიდება გმირებს” - ამ ლოზუნგით 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს თბილისში მარში გაიმართა. სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნჯვერსიტეტთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გმირთა მემორიალთან გადაინაცვლეს, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. აქციის მონაწილე პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველო კვლავ დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშეა, რაზეც პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებენ. ისინი 33 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მაშინ მოხდება თუ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს გადადგამს.