სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მესტიის სატყეო უბანზე - ლახამულას ხეობაში წიწვოვანების ხმობის ფაქტი დაფიქსირდა. სატყეო ენტომოლოგების მიერ ადგილზე საველე კვლევა განხორციელდა, შეფასდა ნაძვნარი კორომების სანიტარიული მდგომარეობა, რის შედეგადაც მავნებელ-დაავადებების არსებობის დამადასტურებელი ნიშნები გამოვლინდა. ლახამულას ხეობაში რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, რთულად მისადგომი კორომებია, ასეთ პირობებში სანიტარიული ღონისძიებების განხორციელება თითოეულ კონკრეტულ უბანზე ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს, რათა ტყის დაცვის მიზნებთან ერთად, თავიდან იქნეს აცილებული ადამიანების უსაფრთხოების, ნიადაგის ეროზიისა და გარემოს დაზიანების რისკები.