თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში საქართველოს თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის წარმომადგენელი, მწერალი დიმიტრის დიმიტრიადისი ეწვია. მისი წიგნის „ვკვდები როგორც ქვეყანა“ ახალი გამოცემა ლიტერატურულ ფესტივალზე პალიტრა ელმა წარადგინა. ფესტივალს, რომლის მთავარი თემაც „მეხსიერება, როგორც წინააღმდეგობა“ იყო, წელს მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან ლიტერატურული სფეროს 12 წარმომადგენელი ესტუმრა. ფესტივალი 24 სექტემბერს დაიწყო და სამი დღის შემდეგ დიმიტრიადისის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ვკვდები როგორც ქვეყანა“ ჩანაწერის ჩვენებით დაიხურა.