ირაკლი კობახიძე გაეროში დონალდ ტრამპსა და მარკო რუბიოს შეხვდა - ოპოზიციის შეფასებები - Palitra News

ირაკლი კობახიძე გაეროში დონალდ ტრამპსა და მარკო რუბიოს შეხვდა - ოპოზიციის შეფასებები

2026-09-28 12:35:06+04:00

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაეროში ყოფნის დროს, ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდა დონალდ ტრამპსა და მარკო რუბიოს. პრემიერის განცხადებით, მან აშშ-ს პრეზიდენტსა დააშშ-ს სახელმწიფო მდივანს, პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით საკუთარი სურვილები გააცნო. ირაკლი კობახიძემ ხანმოკლე საუბარი დადებითად შეაფასა და თვლის, რომ საქართველოს მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია. გადაიტვირთება თუ არა ხელახლა ურთიერთობები ამერიკასა და საქართველოს შორის?! ოპოციზიური მხარე ხანმოკლე საუბარს მნიშვნელობას არ ანიჭებს და თვლიან, რომ იმ ნეგატიური გზავნილების ფონზე, რასაც მმართველი პარტია ამერიკის მისამართით ავრცელებს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელი არ იქნება.