ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს - ოპონენტები ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ - Palitra News

ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს - ოპონენტები ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ

2026-09-28 12:39:58+04:00

"ქართული ოცნება" პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება. ხელისუფლება 5 პარტიის აკრძალვას ითხოვს - ესენია ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელო, ფედერალისტები და გახარია საქართველოსთვის გუნდი. ოპონენტები ამბობენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბრძოლას გააგრძელებენ. ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების რეაგირებასაც ელის.