რა ტაქტიკას ირჩევს ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდთან საბრძოლველად - Palitra News

რა ტაქტიკას ირჩევს ოპოზიციის ნაწილი მმართველ გუნდთან საბრძოლველად

2026-09-28 12:38:20+04:00

პარტიათა ნაწილის განცხადებით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული, ერთიანი გეგმა ჯერ არ აქვთ. ოპოზიციაში საუბრობენ, ერთი მხრივ, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი საზოგადოების მობილიზება და საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა.