მცირე და საშუალო ტელეკომ ასოციაციის ორგანიზებით „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“ გაიმართა, რომელში მონაწილეობაც კომუნიკაციების კომისიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „ოუფენ ნეტისა“ და ადგილობრივმა და საერთაშორისო ტელეკომ კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს. ფორუმის ფარგლებში განხილული იყო ტელეკომ ბაზარზის განვითარების ტენდენციები, კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიმდინარე აქტივობები.