რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. კიევში ორი საბავშვო ბაღი, ორი სკოლა, საცხოვრებელი კორპუსი, რამდენიმე საწყობი და საკომუნიკაციო ობიექტი დაზიანდა. თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. რუსული ძალები ხარკოვსაც დაესხნენ თავს, სადაც საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებას 25 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი. დარტყმის შედეგად შენობის ორი სართული დაინგრა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტებს ამზადებს, რომლებიც ფინანსურ ქსელებს, რუსული იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებისა და აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვებს, ასევე კონკრეტულ კომპანიებსა და პირებს შეეხება. მისი თქმით, ახალი სანქციები ოქტომბერშივე უნდა ამოქმედდეს.