რატომ დაიკეტა 81-ე საჯარო სკოლა - მშობლები საგაკვეთილო პროცესის აღდგენას ითხოვენ - Palitra News

რატომ დაიკეტა 81-ე საჯარო სკოლა - მშობლები საგაკვეთილო პროცესის აღდგენას ითხოვენ

2026-09-28 15:47:44+04:00

თბილისის, 81-ე საჯარო სკოლასთან ხმაურია - მშობლები სკოლის დაკეტვას აპროტესტებენ. არსებული ინფორმაციით, 81-ე საჯარო სკოლა მას შემდეგ დაიკეტა, რაც ერთი კვირის წინ, ერთ-ერთ საკლასო ოთახში ბათქაში ჩამოვარდა. მშობლები საგაკვეთილო პროცესის აღდგენას ითხოვენ. ამბობენ, რომ მომხდარიდან 1 კვირის შემდეგად კი, არ აქვთ ინფორმაცია, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას.