ევროკავშირი კანდიდატებისთვის ახალ გეგმებს ამზადებს - საქართველო სიაში არ არის - Palitra News

ევროკავშირი კანდიდატებისთვის ახალ გეგმებს ამზადებს - საქართველო სიაში არ არის

2026-09-28 15:49:14+04:00

ევროკავშირი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმებს ამზადებს - საქართველო მათ რიგებში არ არის. გამოცემა პოლიტიკოს ცნობით ოფიციალური პირები მიზეზად დემოკრატიულ და სასამართლო სისტემაში უკუსვლას ასახელებენ. მიზნობრივი ე.წ „საგზაო რუკების“ შექმნა მონტენეგროსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და ალბანეთისთვის განიხილება. პოლიტიკო წერს, რომ „საგზაო რუკები“ უფრო ნათელს გახდის, თუ კონკრეტულად რა მოეთხოვება თითოეულ კანდიდატ ქვეყანას; გეგმები ასევე განსაზღვრავს სავარაუდო ვადებს რეფორმების ჯგუფების ოფიციალურად დასრულებისთვის, რაც გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპებს წარმოადგენს. საკითხს ეხმაურებიან საქართველოში.