აქციები, სანქციები და საზოგადოების მობილიზება — რა გეგმები აქვს ოპოზიციას? - Palitra News

აქციები, სანქციები და საზოგადოების მობილიზება — რა გეგმები აქვს ოპოზიციას?

2026-09-28 15:51:02+04:00

ოპოზიციურ პარტიათა ნაწილის განცხადებით, ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული, ერთიანი გეგმა ჯერ არ აქვთ. ოპოზიციაში საუბრობენ, ერთი მხრივ, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე, მეორე მხრივ კი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი საზოგადოების მობილიზება და საპროტესტო მოძრაობის გაფართოებაა.