უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის რეგიონში რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლის აღდგენას აცხადებენ - Palitra News

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის რეგიონში რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლის აღდგენას აცხადებენ

2026-09-28 15:52:34+04:00

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის რეგიონში რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლის აღდგენას აცხადებენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ლიმანის მიმართულებით გათავისუფლდა სამი სოფელი: ნოვოე, რიდკოდუბი და კატერინივკა. უკრაინის მესამე არმიის კორპუსის ცნობით, ოპერაცია „ვივალდის“ მესამე ეტაპის ფარგლებში რუსულმა მხარემ 2 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა, 250-ზე მეტი კი ტყვედ ჩავარდა. ოპერაციის ამ ეტაპზე უკრაინულმა ძალებმა ჯამში 51 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიბრუნეს. რუსეთის მხარეს აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დაუდასტურებია.