საფრანგეთში სენატის არჩევნები გაიმართა - Palitra News

საფრანგეთში სენატის არჩევნები გაიმართა

2026-09-28 15:53:21+04:00

საფრანგეთში სენატის არჩევნები გაიმართა. „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა 14 მანდატი მოიპოვეს, რაც პარტიისთვის რეკორდული შედეგია. მოპოვებული ადგილების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ სენატში, ისტორიაში პირველად, საკუთარი საპარლამენტო ჯგუფი შექმნას. არჩევნები არაპირდაპირი წესით ჩატარდა და სენატის 348 ადგილიდან 178 მანდატი გადანაწილდა. სენატორებს ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლები ირჩევენ.