ბრიტანეთში, ამერიკული სამხედრო ძალების ბაზასთან, ტერორისტული აქტის მომზადების ეჭვით ხუთი ადამიანი დააკავეს - Palitra News

ბრიტანეთში, ამერიკული სამხედრო ძალების ბაზასთან, ტერორისტული აქტის მომზადების ეჭვით ხუთი ადამიანი დააკავეს

2026-09-28 15:54:53+04:00

ბრიტანეთში, ამერიკული სამხედრო ძალების ბაზასთან, ტერორისტული აქტის მომზადების ეჭვით ხუთი ადამიანი დააკავეს. ბაზის მიმდებარედ პოლიციამ სამი საეჭვო ავტომობილი გააჩერა, რომლებშიც სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ინციდენტის გამო ბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ათობით ოჯახი დროებით გაიყვანეს. ადგილზე ბომბების განაღმვის სპეციალისტები მუშაობდნენ. შემთხვევას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, ბრიტანეთისა და ამერიკის შესაბამისი უწყებები გამოძიებაში თანამშრომლობენ. ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ადასტურებს დაკავებულების შესაძლო კავშირს ირანთან. გამოძიება გრძელდება.