ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორი ნორმად არასდროს უნდა იქცეს - რუსეთი პასუხს აუცილებლად მიიღებს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორი ნორმად არასდროს უნდა იქცეს - რუსეთი პასუხს აუცილებლად მიიღებს

2026-09-28 17:58:20+04:00

რუსეთი ამისთვის პასუხს აუცილებლად მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მიერ კიევში, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე დარტყმას ეხმაურება.

„ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დღეს კიევში დარტყმა განხორციელდა ფარმაცევტულ კომპანიასა და ავტოგასამართ სადგურებზეც. დნიპროში კი ბიზნესცენტრზე. ამ ტერორიდან და ამ დარტყმებიდან უკრაინის პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ადამიანების სიცოცხლის ნამდვილ მხარდაჭერას ნიშნავს - მხარდაჭერას პრინციპისა, რომ ტერორი ნორმად არასდროს უნდა იქცეს. რუსეთს ამ ყველაფრისთვის რეალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა კიევში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.