დღეს რუსეთის სამიზნე მეცნიერება გახდა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტი რუსეთის მიერ კიევში, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე დარტყმას ეხმაურება.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაშველებსა და რუსეთის თავდასხმების მსხვერპლთა ოჯახებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ჩვენ მათი და ყველა უკრაინელის გვერდით ვდგავართ. ევროპა უკრაინის თავდაცვის გაძლიერების მიზნით იმაზე მეტ ძალისხმევას დებს, ვიდრე ოდესმე“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.