საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო - Palitra News

საქართველოსა და უკრაინის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა დაიწყო

2026-09-28 20:27:28+04:00

"ერთა ლიგის" მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები კიდევ ერთ საშინაო მატჩში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება.

შეხვედრა "დინამო არენაზე" მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრებმა „ერთა ლიგის“ პირველი ტური მარცხით დაიწყო ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებთან - მინიმალური ანგარიშით 0:1. უკრაინის ნაკრებმა კი პირველ ტურში უნგრეთში 1:0 გაიმარჯვა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - რამაზ სვანაძე. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის წინ დატოვა.