უმრავლესობის წევრის განცხადებით, გარე ძალებისგან  გადალაგების ახალი სქემებია მოსალოდნელი - Palitra News

უმრავლესობის წევრის განცხადებით, გარე ძალებისგან  გადალაგების ახალი სქემებია მოსალოდნელი

2026-09-28 20:34:03+04:00

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხს კვლავ ააქტიურებს. მმართველი გუნდის დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 2028 წლამდე გარე ძალების მხრიდან ახალი პოლიტიკური გადალაგების მცდელობებია მოსალოდნელი. მისივე თქმით, წინ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესია. განცხადებას „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა გამოეხმაურა. როგორც უკვე ცნობილია, მისი პარტია „ქართულმა ოცნებამ“ აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელში ახლახანს შეიყვანა.