ოპოზიციაში მთავარ ამოცანად საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას ასახელებენ - Palitra News

ოპოზიციაში მთავარ ამოცანად საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას ასახელებენ

2026-09-28 20:35:02+04:00

ოპოზიციურ პარტიებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედების ერთიანი სტრატეგია ამ ეტაპზე არ აქვთ. მათი ნაწილი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ორგანიზებას გეგმავს, ნაწილი კი საერთაშორისო პარტნიორებისგან მმართველი გუნდის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას ითხოვს. ოპოზიციაში მთავარ ამოცანებად საზოგადოების მობილიზებასა და საპროტესტო მოძრაობის გაფართოებას ასახელებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით კი, ოპოზიცია ქვეყანაში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.