რუსეთის იაროსლავლის ოლქში მდებარე პიროტექნიკის საწარმოში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი ქალაქ პერესლავ-ზალესკის მახლობლად მდებარე პიროტექნიკის საწარმოში გაჩნდა.
ხანძარმა საწარმოს ორი შენობა მოიცვა და მის ჩასაქრობად 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული.
საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმე სამრეწველო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით აღძრეს.