ეს თავდასხმები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული რეჟიმის მტრულ დამოკიდებულებასა და ზიზღს მეცნიერებისა და სიმართლის მიმართ, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რუსეთის მიერ უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე განხორციელებულ თავდასხმას.
“ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა დარტყმა მიაყენა უკრაინის უდიდეს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას - უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. ეს თავდასხმები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული რეჟიმის მტრულ დამოკიდებულებასა და ზიზღს მეცნიერებისა და სიმართლის მიმართ. ისინი კიდევ უფრო ამძაფრებენ ყოველდღიური თავდასხმების ბარბაროსულ ხასიათს, რომლის მსხვერლიც უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობაა”, - აცხადებს მაკრონი.
მისი თქმით, საფრანგეთი და ევროპა იმდენ ხანს დაუჭერენ მხარს უკრაინელ ხალხს, რომელიც სიმამაცით ეწინააღმდეგება აგრესიას, რამდენიც ეს საჭირო იქნება.