„ქართული ოცნება“ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციურ ველზე ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებს ელოდება. ამავე თემაზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ გარე ძალებს, რომელთა ეგიდითაც მათი თქმით, საქართველოში ოპოზიცია მოქმედებს, წინ საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესი ელოდებათ. ოცნების დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა არჩევნებზე ოპოზიციური ძალების განსხვავებული პოზიციონირება საზოგადოების გადანაწილებისა და კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მიღწევის გეგმის ნაწილი იყო. მმართველი გუნდის ეს განცხადებები, გააკრიტიკეს ოპოზიციაში.