ევროკავშირი გაფართოების პროცესში ყველაზე პროგრესული  კანდიდატი ქვეყნებისთვის კონკრეტული სამოქმედო გზამკვლევების მომზადებას გეგმავს - Palitra News

ევროკავშირი გაფართოების პროცესში ყველაზე პროგრესული  კანდიდატი ქვეყნებისთვის კონკრეტული სამოქმედო გზამკვლევების მომზადებას გეგმავს

2026-09-29 09:48:41+04:00

ევროკავშირი გაფართოების პროცესში ყველაზე პროგრესული კანდიდატი ქვეყნებისთვის კონკრეტული სამოქმედო გზამკვლევების მომზადებას გეგმავს. ბრიუსელი ამ ეტაპზე გზამკვლევებს ოთხი ქვეყნისთვის:უკრაინის, მოლდოვის, ალბანეთისა და მონტენეგროსთვის ამზადებს. სიაში საქართველო ვერ მოხვდა. ევროკომისიის ოფიციალურ პოზიციაში წერია, რომ გაფართოება კვლავ დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და კანდიდატი ქვეყნების წინსვლა რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. კომისიის ბოლო შეფასებით, საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მუდმივი დარღვევების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.