პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალა - Palitra News

პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალა

2026-09-29 12:35:47+04:00

პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი 22 სექტემბრის მემორანდუმის თანახმად, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას იღებს.

მემორანდუმის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კიბერსარდლობისა და საბრძოლო მხარდაჭერის სააგენტოების ხელმძღვანელობით, ხელოვნური ინტელექტის უახლეს შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა არჩევნების წინ უცხოურ საფრთხეებს დააკვირდეს და უცხოური აქტორების აშშ-ის დემოკრატიულ სისტემებში ჩარევა არ დაუშვას.

პიტ ჰეგსეთის ბრძანება საარჩევნო უბნებზე სამხედროების გაგზავნას არ ითვალისწინებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.