„ქართული ოცნება“ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციურ ველზე ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებს ელოდება. ამავე თემაზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ გარე ძალებს, რომელთა ეგიდითაც მათი თქმით, საქართველოში ოპოზიცია მოქმედებს, წინ საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესი ელოდებათ. პარტიების აკრძალვა იქნება წითელი ხაზი დასავლეთთან ურთიერთობაში - ასეთია ოპოზიციის შეფასება