საქართველოში პატიმართა რაოდენობა იზრდება - ამ შინაარსით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაეროს წამების შესახებ სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია მიაწოდა. საიას განცხადებით, ევროპის საბჭოს 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარი მოდის. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა... უფრო მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ თურქეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას აქვს. ოპოზიცია საკითხს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად აფასებს და აცხადებს, რომ პატიმართა ზრდა ქვეყანაში რეპრესიული მიდგომების გაძლიერებაზე მიუთითებს.