166-ე სკოლის მოსწავლეები უკვე მესამე წელია საკუთარ სკოლაში ვერ სწავლობენ - რას აცხადებს განათლების სამინისტრო - Palitra News

166-ე სკოლის მოსწავლეები უკვე მესამე წელია საკუთარ სკოლაში ვერ სწავლობენ - რას აცხადებს განათლების სამინისტრო

2026-09-29 12:50:09+04:00

166-ე სკოლის მოსწავლეები უკვე მესამე წელია საკუთარ სკოლაში ვერ სწავლობენ. მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები დღეს 14 საათზე შეიკრიბებიან. ისინი სკოლის შენობის დემონტაჟის ნაცვლად მის რეაბილიტაციას ითხოვენ. აქცია გაიმართა გუშინაც, მათი განცხადებით, ბავშვები უკვე მესამე წელია სხვადასხვა სკოლაში არიან გადანაწილებული, რაც, სასწავლო პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. მათი განცხადებით, ბავშვებს უწევთ როგორც ონლაინ, ისე მეორე ცვლაში სწავლა და გაკვეთილები საღამოს საათებში სრულდება. სკოლების რეაბილიტაციის პროცესში გამოკვეთილ პრობლემებსა და გამოწვევებზე აქცენტირებს ოპოზიცია.