დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 100 000 ლარამდე იზრდება. ამის შესახებ დეპოზიტების სადაზღვევო სააგენტოს უფროსის ბრძანებიდან ხდება ცნობილი. ამ დოკუმენტის თანახმად, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო თანხის მაქსიმალური ზღვარი 100 000 ლარი იქნება. ცნობისთვის, დღევანდელი მდგომარეობით, ეს ზღვარი 50 000 ლარს შეადგენს.
დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება ძალაში 2027 წლის პირველი იანვრიდან შევა. შეგახსენებთ, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. თავდაპირველად დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი, დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობად 5 ათასი ლარი იყო; 2020 წლის ივლისიდან ეს ზღვარი 15 ათასამდე გაიზარდა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან კი 30 ათასი ლარი გახდა, ხოლო 2025 წლის აპრილიდან 50 000 ლარით განისაზღვრა