საწვავი ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ძვირდება, თუმცა მისი მმოხმარებაც იზრდება და იმპორტით - Palitra News

საწვავი ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ძვირდება, თუმცა მისი მმოხმარებაც იზრდება და იმპორტით

2026-09-29 13:56:58+04:00

საწვავი ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ძვირდება, თუმცა მისი მმოხმარებაც იზრდება და იმპორტით. ამას ბიუჯეტის მონაცემებიც ცხდაყოფს, რომლის თანახმადაც წელს 8 თვეში, საწვავის აქციზიდან ბიუჯეტმა 14%-ით მეტი თანხა მიიღო, რაც ფულად გამოსახულებაში 62 მლნ ლარზე მეტია. უფრო დეტალურად კი, ხაზინის მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში იმპორტირებული საწვავის აქციზიდან საქართველოს ბიუჯეტმა 509 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი შევიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 447 მლნ ლარი იყო. ამასთან, წელს იანვარ-აგვისტოში მთლიანად ხაზინაში იმპორტირებული პროდუქციის აქციზის გადასახადიდან 1 მილიარდ 571 მილიონ ლარზე მეტი თანხის თავმოყრა მოხდა და თითქმის მესამედი მხოლოდ საწვავიდან არის ამოღებული. დანარჩენი თამბაქოზე, ალკოჰოლურ სასმელზე, ავტომობილებზე და სხვა აქციზურ პროდუქციაზე ნაწილდება.

შეგახსენებთ, რომ საწვავის აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. მანამდე, აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, შემდეგ კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს 38 თეთრს შეადგენს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო.