პარლამენტში მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე შევიდა - Palitra News

პარლამენტში მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე შევიდა

2026-09-29 13:58:08+04:00

პარლამენტში „ქართული ოცნების“ გამოკლებული წევრის მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძე შევიდა.

პარლამენტმა ქეთევან ხუროძის სადეპუტატო უფლებამოსილება 79-ხმით, ერთხმად ცნო.

შეგახსენებთ, მაია ბითაძე, რომელიც პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, პრემიერ - მინისტრმა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა.