მარკ რუტე - ნატო-ს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირების ყველა ვარიანტი აქვს, ზოგჯერ ხილული, ზოგჯერ კი არა - ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მათ ეს იციან! - Palitra News

მარკ რუტე - ნატო-ს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირების ყველა ვარიანტი აქვს, ზოგჯერ ხილული, ზოგჯერ კი არა - ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მათ ეს იციან!

2026-09-29 14:30:31+04:00

ნატო-ს ჰიბრიდულ თავდასხმებზე რეაგირებისთვის თავისი ვარიანტები აქვს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან, მინდაუგას სინკევიჩიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარკ რუტემ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ნატო-ს რეაგირების ყველა ვარიანტი აქვს, ზოგჯერ ხილული, ზოგჯერ კი არა. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ და მათ ეს იციან“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, რუსეთი ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ მტრული ხასიათის მოქმედებების გაუაზრებელ კამპანიას აგრძელებს.

„რუსეთი ცდილობს ჩვენი სიმტკიცე შეასუსტოს და ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა დაასრულოს, თუმცა რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს. ის წარმატებას ვერ აღწევს უკრაინაში ბრძოლის ველზე და ასევე, ჩვენი ერთიანობისთვის ძირის გამოთხრას ვერ ახერხებს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.