რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ საჰაერო იერიშებს აგრძელებს - Palitra News

რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ საჰაერო იერიშებს აგრძელებს

2026-09-29 15:58:51+04:00

რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ საჰაერო იერიშებს აგრძელებს. ბოლო თავდასხმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა, დარტყმების სამიზნე იყო კიევიც, სადაც დაზიანდა რამდენიმე ობიექტი. პარალელურად, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებს აგრძელებს. ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა პოლონეთის საზღვართანაც - რუსული დრონი უკრაინის ვოლინის ოლქში, იაჰოდინის სასაზღვრო პუნქტთან ახლოს დაეცა. აფეთქების ტალღამ სასაზღვრო ინფრასტრუქტურა დააზიანა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დრონს პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია, თუმცა პოლონეთის სამხედროები მზადყოფნაში იყვნენ.