ჰეგსეთმა მის დაქვემდებარებაში მყოფებს დაავალა, ბოლო დროის დაზვერვისა და კიბერშესაძლებლობები გამოიყენონ უცხოური ჩარევის გამოსავლენად - Palitra News

ჰეგსეთმა მის დაქვემდებარებაში მყოფებს დაავალა, ბოლო დროის დაზვერვისა და კიბერშესაძლებლობები გამოიყენონ უცხოური ჩარევის გამოსავლენად

2026-09-29 15:29:29+04:00

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა მის დაქვემდებარებაში მყოფებს დაავალა, ბოლო დროის დაზვერვისა და კიბერშესაძლებლობები გამოიყენონ უცხოური ჩარევის გამოსავლენად, თავიდან ასაცილებლად და გასანეიტრალებლად. როგორც მედია იუწყება, ეს შუალედური არჩევნების მოახლოებას უკავშირდება. ოფიციალური პირების თქმით, ღონისძიებებში ხელოვნური ინტელექტის უახლესი შესაძლებლობებიც იქნება ჩართული. ჰეგსეთის მიერ 22 სექტემბერს დამტკიცებული მემორანდუმის თანახმად, მინისტრი ვალდებულებას იღებს, ებრძოლოს უცხოურ ჩარევას და დაიცვას დემოკრატიული თავისუფლებები. მემორანდუმი სამ დირექტივას მოიცავს, მათ შორის: ყურადღება უნდა მიექცეს თავდაცვის უწყების დაზვერვისა და კიბერშესაძლებლობებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ უცხოური სუბიექტები დემოკრატიულ სისტემებში არ ჩაერიონ;