სალომე ზურაბიშვილი - ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ - მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ - მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის

2026-09-29 19:17:45+04:00

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, პარიზში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ასევე, მეხუთე პრეზიდენტი დიპლომატიურ კორპუსში უფრო აქტიური და მკაფიო ევროპული პოზიციების დაფიქსირების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ქცევის გამო ახლად ჩამოსული დიპლომატები ხშირად სიფრთხილეს იჩენენ, მაშინ, როცა საზოგადოებას ქვეყნის შიგნით მტკიცე, დასავლური ხმის მოსმენა სჭირდება.

„უდავოა, რომ გვჭირდება უფრო ენერგიული და ნაკლებად შეზღუდული დიპლომატები. ახლად ჩამოსულები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ. სწორედ დიპლომატები არიან ისინი, ვისაც ხალხი ხედავს და ვისი ხმაც ესმით. მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.SS.GE